Try out the interactive grid

The print version of the Grid allows you to view it in its entirety as well as by category.

კვალიფიკაცია/გამოცდილება
ენის ცოდნა და ენობრივი კომპეტენცია
  • Development Phase 1
    • 1.1
      • სამიზნე ენას სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
      • მიაღწია სამიზნე ენის ცოდნის B1 დონეს
    • 1.2
      • სამიზნე ენას სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
      • მიაღწია სამიზნე ენის ცოდნის B2 დონეს
  • Development Phase 2
    • 2.1
      • ჩააბარა სამიზნე ენის B2 დონის გამოცდა და მიაღწია C1 დონეს ზეპირმეტყველების კომპონენტში
    • 2.2
      • ჩააბარა სამიზნე ენის C1 დონის გამოცდა
      • ან:
      • უმაღლესი განათლება მიღებული აქვს სამიზნე ენაზე და აქვს ენის C1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი
  • Development Phase 3
    • 3.1
      • ჩააბარა სამიზნე ენის C2 დონის გამოცდა
      • ან:r
      • უმაღლესი განათლება მიღებული აქვს სამიზნე ენაზე და აქვს ენის C2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი
    • 3.2
      • უმაღლესი განათლება მიღებული აქვს სამიზნე ენაზე, აქვს ენის C2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი და სამიზნე ენას ავთენტურად იყენებს 
      • ან:
      • სამიზნე ენა მისთვის მშობლიური ენაა
განათლება/კვალიფიკაცია
  • Development Phase 1
    • 1.1
      • სწავლობს პედაგოგიური ინსტიტუტის, უნივერსიტეტის ან ავტორიზებული კერძო ინსტიტუტის აკრედიტებულ პროგრამაზე, რომელსაც გაყავს ენის მასწავლებლის სპეციალობაზე  
    • 1.2
      • დასრულებული აქვს ენის მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი, რომელიც ენობრივ ცნობიერებას და მეთოდიკა-დიდაქტიკას ეხება და შეუძლია სწავლება, თუმცა ჯერ-ჯერობით აქ გააჩნია ფორმალური კვალიფიკაცია.
  • Development Phase 2
    • 2.1
      • დასრულებული აქვს მინიმუმ 60-საათიანი დოკუმენტირებული და სტრუქტურირებული, პრაქტიკული განათლება სამიზნე ენის სწავლების მიმართულებით, რომელიც ამავდროულად მოიცავს პედაგოგიური პრაქტიკის კომპონენტს; შედეგად, ფლობს საბაზისო კვალიფიკაციას  
      • ან:
      • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დროს დასრულებული აქვს რამდენიმე კურსი ან მოდული სამიზნე ენაში და/ან მეთოდიკა-დიდაქტიკაში, თუმცა ჯერ სრულად არ აქვს დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამა.
    • 2.2
      • აქვს უმაღლესი განათლება სამიზნე ენის მიმართულებით, ამასთან საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს მეთოდიკა-დიდაქტიკის კომპონენტს და პედაგოგიურ პრაქტიკას
      • ან:
      • აქვს აღიარებული საერთშორისო სერტიფიკატი (მინიმუმ 120 საათი) სამიზნე ენის სწავლების მიმართულებით.
  • Development Phase 3
    • 3.1
      • აქვს ბაკალავრის ხარისხი სპეციალობით უცხო ენის მასწავლებელი; ან სწავლის დროს გავლილი აქვს აქტივობები უცხო ენის სწავლების მეთოდიკა-დიდაქტიკის მიმართულებით: პედაგოგიური პრაქტიკა წარმოადგენდა ამ საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელ ნაწილს. 
      • ან:
      • აქვს აღიარებული საერთშორისო სერტიფიკატი (მინიმუმ 120 საათი) სამიზნე ენის სწავლების მიმართულებით. 
      • ამას გარდა:
      • გავლილი აქვს მინიმუმ 100 საათიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი
    • 3.2
      • აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი უცხო ენების სწავლების შესაბამისი სპეციალიზაციით ან გამოყენებითი ენათმეცნიერების სპეციალიზაციით; ან სწავლის დროს გავლილი აქვს შესაბამისი აქტივობები პედაგოგიური პრაქტიკის ჩათვლით, თუკი ეს უკანასკნელი საბაკალავრო დონეზე უკვე არ იყო გავლილი
      • ან:
      • აქვს პოსტსადიპლომო ან აღიარებული საერთაშორისო სერიფიკატი სამიზნე ენის სწავლების მიმართულებით (მინიმუმ 200 საათი)
      • აქვს დამატებითი განათლება (მაგ. დარგობრივი ენის სწავლება, გამომცდელთა ტრენინგი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კურსები)
შეფასებული პედაგოგიური პრაქტიკა
  • Development Phase 1
    • 1.1
      • აგროვებს გამოცდილებას საკლასო მეცადინეობების კონკრეტული მონაკვეთების დამოუკიდებლად ჩატარების და გამოცდილ კოლეგასთან უკუკავშირის ანალიზის გზით.
    • 1.2
      • უკვე დამოუკიდებლად აქვს ჩატარებული რამდენიმე გაკვეთილი, რომელზეც განხორციელდა დაკვირვება/მონიტორინგი და შეფასება.
      • აქვს მცირე ჯგუფებში მეცადინეობის ცალკეული ფაზების ჩატარების გამოცდილება (მიკროსწავლება)
  • Development Phase 2
    • 2.1
      • სწავლის პროცესში ჩატარებული აქვს მინიმუმ 2 წარმატებული გაკვეთილი მინიმუმ 2 სხვადასხვა ენობრივ დონეზე და შეუძლია ამის დოკუმენტურად დადასტურება
      • როგორც პედაგოგს ჩატარებული აქვს მინიმუმ 3 გაკვეთილი მონიტორის თანდასწრებით, რომლებზეც დოკუმენტურად დაუფიქსირდა დადებითი შეფასება
    • 2.2
      • სწავლის პროცესში ჩატარებული აქვს მინიმუმ 6 წარმატებული გაკვეთილი მინიმუმ 2 სხვადასხვა ენობრივ დონეზე და შეუძლია ამის დოკუმენტურად დადასტურება
      • როგორც პედაგოგს ჩატარებული აქვს მინიმუმ 6 გაკვეთილი 3 სხვადასხვა ენობრივ დონეზე მონიტორის თანდასწრებით და ექვსივე შემთხვევაში დოკუმენტურად დაუფიქსირდა დადებითი შეფასება
  • Development Phase 3
    • 3.1
      • პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში სხვადასხვა ენობრივ დონეზე და სხვადასხვა სასწავლო ჯგუფებთან ჩატარებული აქვს მინიმუმ 10 მეცადინეობა კურატორის/მენტორის/გამოცდილი კოლეგის თანდასწრებით და ყველა შემთხვევაში დოკუმენტურად დაუფიქსირდა დადებითი შეფასება
    • 3.2
      • პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში ჩატარებული აქვს მინიმუმ 14 მეცადინეობა კურატორის/მენტორის/გამოცდილი კოლეგის თანდასწრებით და ყველა შემთხვევაში დოკუმენტურად დაუფიქსირდა დადებითი შეფასება
      • შეფასდა როგორც ნაკლებად გამოცდილი კოლეგების კურატორი / მენტორი
პედაგოგიური გამოცდილება
  • Development Phase 1
    • 1.1
      • 1 ან 2 ენობრივ დონეზე ჩატარებული აქვს რამდენიმე მეცადინეობა ან მეცადინეობის ნაწილი
    • 1.2
      • ასწავლის რამდენიმე კლასს ან ჯგუფს, თუმცა აქვს მხოლოდ 1 ან 2 ენობრივ დონეზე სწავლების გამოცდილება
  • Development Phase 2
    • 2.1
      • შეუძლია დოკუმენტურად დაადასტუროს 200-დან 800-მდე დამოუკიდებლად ჩატარებული საგაკვეთილო საათის გამოცდილება:
      • აქვს მეცადინეობების ჩატარების გამოცდილება სხვადასხვა ენობრივი დონის კლასსა და ჯგუფში
    • 2.2
      • შეუძლია დოკუმენტურად დაადასტუროს 800-დან 2400-მდე დამოუკიდებლად ჩატარებული საგაკვეთილო საათის გამოცდილება:
        - სხვადასხვა ენობრივ დონეზე
        - ერთზე მეტ სასწავლო კონტექსტში 
  • Development Phase 3
    • 3.1
      • შეუძლია დოკუმენტურად დაადასტუროს 2400-დან 4000-მდე დამოუკიდებლად ჩატარებული საგაკვეთილო საათის გამოცდილება:
         - ყველა ენობრივ დონეზე C2-ის გარდა
         - რამდენიმე განსხვავებულ სასწავლო კონტექსტში
    • 3.2
      • შეუძლია დოკუმენტურად დაადასტუროს დაახლოებით 6000 დამოუკიდებლად ჩატარებული საგაკვეთილო საათის გამოცდილება
      • აქვს პედაგოგიური გამოცდილება მრავალ განსხვავებულ სასწავლო კონტექსტში 
      • აქვს კურატორად/მენტორად/ტრენერად მუშაობის გამოცდილება
საკვანძო პედაგოგიური კომპეტენციები
მეთოდიკა-დიდაქტიკა
  • Development Phase 1
    • 1.1
      • იცის ენის სწავლის თეორიების და სწავლების მეთოდების არსებობის შესახებ
      • გამოცდილი კოლეგების მეცადინეობებზე დასწრებისას ხვდება, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა სწავლების კონკრეტულ ტექნიკებს და კონკრეტულ სასწავლო მასალებს
    • 1.2
      • აქვს საბაზისო ცოდნა ენის სწავლის თეორიების და სწავლების მეთოდების შესახებ
      • კოლეგების რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლია სწავლების ახალი ტექნიკების და ახალი სასწავლო მასალების გამოყენება
      • შეუძლია სხვადასხვა სასწავლო კონტექსტისათვის რელევანტური სასწავლო ტექნიკების და სასწავლო მასალების იდენტიფიცირება
  • Development Phase 2
    • 2.1
      • იცნობს ენის სწავლის თეორიებს და სწავლების მეთოდებს
      • იცნობს ენის სწავლის თეორიებს და სწავლების მეთოდებს ორი ან მეტი ენობრივი დონისთვის
      • შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად მიესადაგებიან სწავლების მეთოდები და სასწავლო მასალები გასხვავებულ სასწალვო კონტექსტებს
      • საკუთარი სწავლების მეთოდების და ტექნიკების შერჩევისას შეუძლია კონკრეტული სასწავლო ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინება
    • 2.2
      • კარგად იცნობს ენის სწავლის თეორიებს, სწავლების მეთოდებს, სწავლის სხვადასხვა სტილსა და სტრატეგიას
      • სწავლების ტექნიკების და სასწავლო მასალების უკან შეუძლია შესაბამისი თეორიული კონცეპციების ამოცნობა
      • შეუძლია სწავლების ტექნიკების და აქტივობების დიდი მოცულობის ჯეროვანი გამოყენება
  • Development Phase 3
    • 3.1
      • შეუძლია დიდი რაოდენობით სწავლების ტექნიკების და სასწავლო მასალების უკან მდგარი სწავლების მეთოდების თეორიული დასაბუთება
      • შეუძლია სწავლების ტექნიკების, აქტივობების და სასწავლო მასალების უაღრესად ფართო სპექტრის გამოყენება
    • 3.2
      • დეტალურად იცნობს ენის სწავლის თეორიებს და სწავლების მეთოდებს და ამ კუთხით კონსულტირებას უწევს კოლეგებს.
      • კოლეგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დაკვირვების შედეგად, მათი სწავლების ტექნიკების სპექტრის გაფართოების მიზნითშეუძლია პრაქტიკული, მეთოდურად დასაბუთებული უკუკავშირის მიცემა
      • შეუძლია კოლეგებს ურჩიოს და დამოუკიდებლად შეუდგინოს ნებისმიერი ენობრივი დონისთვის რელევანტური დავალებები და სასწავლო მასალები
შეფასება
  • Development Phase 1
    • 1.1
      • შეუძლია სახელმძღვანელოზე დაყრდნობით ჩაატაროს და გაასწოროს დასკვნითი ტესტი
    • 1.2
      • შეუძლია ჩაატაროს და გაასწოროს უკვე შედგენილი დასკვნითი ტესტები (სემესტრული, წლიური)
      • შეუძლია ჩაატაროს უკვე შედგენილი ზეპირი დასკვნითი ტესტი
      • შეუძლია განვლილი მასალის გასამეორებელი აქტივობების ჯეროვანი სახით შემუშავება და განხორციელება
  • Development Phase 2
    • 2.1
      • შეუძლია გეგმიური, მიმდინარე ტესტების, მათ შორის ზეპირი ტესტების, ჩატარება
      • შეუძლია ტესტის და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით სწავლების სფეროს და თემატიკის განსაზღვრა
      • შეუძლია გასაგები უკუკავშირის მიცემა იდენტიფიცირებული ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და სამომავლო ინდივიდუალური სამუშაოსთვის პრიორიტეტების განსაზღვრა
    • 2.2
      • შეუძლია რეგულარული მიმდინარე ტესტებისათვის დავალებების შერჩევა და ტესტირების ჩატარება ენის ცოდნის და უნარების კუთხით მიღწეული წარმატებების გასაზომად
      • შეუძლია, მოსწავლეთა ენობრივი ცნობიერების ასამაღლებლად, წერილობითი ნაშრომების გასწორებისას სხვადასხვა ტიპის შეცდომების მარკირებისთვის კორექტირების კონვენციური სიმბოლოების გამოყენება
      • შეუძლია დონის განმსაზღვრელი ტესტების მომზადება და ტესტირების პროცესის
  • Development Phase 3
    • 3.1
      • შეუძლია გეგმიური, მიმდინარე ტესტებისათვის (წერილობითი და ზეპირი) მასალების და დავალებების შედგენა
      • შეუძლია მოსწავლეთა ხელშეწყობის და მათი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირების მიზნით გამოიყენოს მათი ინტერაქციული ქცევების ამსახველი ვიდეოჩანაწერები
      • შეუძლია წერითი და ზეპირი მეტყველების შესაფასებლად ესჩ-ს კრიტერიუმების რელევანტური გამოყენება
    • 3.2
      • შეუძლია ყველა ენობრივი უნარის, ენის გრამატიკის ცოდნის და ლექსიკის ფლობის შესაფასებლად დავალებების შედგენა ყველა ენობრივი დონისთვის
      • შეუძლია ესჩ-ს კრიტერიუმების რელევანტური გამოყენება წერითი და ზეპირი მეტყველების შესაფასებლად ყველა ენობრივ დონეზე და ამ მიმართულებით შეუძლია დაეხმაროს მის ნაკლებად გამოცდილ კოლეგებს.
      • შეუძლია ესჩ-დონის დასადგენად დონის განმსაზღვრელი ვალიდური ტესტების მომზადება
      • შეუძლია გამომცდელთათვის ესჩ-ს შესახებ ტრენინგების ჩატარება
მეცადინეობის და სასწავლო კურსის დაგეგმვა
  • Development Phase 1
    • 1.1
      • შეუძლია მეცადინეობის გეგმაში ლოგიკურად დააკავშიროს ერთმანეთთან სასწავლო აქტივობები, თუკი სასწავლო მასალა ამის საშუალებას იძლევა
    • 1.2
      • შეუძლია სახელმძღვანელოში მოცემული აქტივობების დამატებითი აქტივობებით შევსება
      • შეუძლია ცალკეულ მეცადინეობებს შორის ლოგიკური ბმის უზრუნველყოფა და ამასთან ბოლო მეცადინეობის სასწავლო შედეგების გათვალისწინება
      • შეუძლია წინასწარ შედგენილი მეცადინეობის გეგმების იმგვარი ადაპტირება, რომ ჯეროვანი სახით მოხდეს სასწავლო პროგრესის და არსებული სირთულეების გათვალისწინება
  • Development Phase 2
    • 2.1
      • შეუძლია სილაბუსების და სხვა სასწავლო გეგმების გამოყენება მეცადინეობის დაბალანსებულად და ჯგუფის საჭიროებებზე ორიენტაციით დასაგეგმად
      • შეუძლია გაკვეთლის ფაზების და მათი ქრონოლოგიური თანამიმდევრობის დაგეგმვა სხვადასხვა სასწავლო მიზნების მისაღწევად
      • შეუძლია ერთმანეთს შეადაროს მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები და გაკვეთლის დაგეგმვისას გაითვალისწინოს ისინი ძირითადი და დამატებითი მიზნების სახით
    • 2.2
      • შეუძლია სასწავლო კურსის ან კურსის მონაკვეთის დაგეგმვა სილაბუსის, მოსწავლეთა საჭიროებების და ხელთარსებული სასწავლო მასალების გათვალისწინებით
      • შეუძლია დამოუკიდებლად შეადგინოს დავალებები სასწავლო მასალის ენობრივ და კომუნიკაციურ პოტენციალზე დაყრდნობით
      • შეუძლია დამოუკიდებლად შეადგინოს დავალებები, ინდივიდუალური საჭიროებების და კურსის მიზნების გათვალისწინებით.
  • Development Phase 3
    • 3.1
      • შეუძლია საჭიროებების დეტალური ანალიზის საფუძველზე შეიმუშავოს დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება გამეორების და სიახლის კომპონენტები
      • შეუძლია სხვადასხვა ენობრივი დონის სასწავლო მასალებისთვის დავალებების შედგენა
      • შეუძლია სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების ანალიზის გამოყენება სამომავლო საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად
    • 3.2
      • შეუძლია შეადგინოს სპეციალური კურსები სხვადასხვა კონტექსტებისთვის, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი კომუნიკაციური და ენობრივი შინაარსები
      • შეუძლია კოლეგების კონსულტირება სასწავლო კურსის და მეცადინეობის დაგეგმვის პროცესში ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების და გათვალისწინების კუთხით
      • შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს სხვადასხვა სასწავლო კურსის სილაბუსების და კურიკულუმების გადამოწმების პასუხისმგებლობა
ინტერაქციის მართვა
  • Development Phase 1
    • 1.1
      • შეუძლია, შესაბამისი ინსტრუქტაჟის შემთხვევაში, ნათელი მითითებების მიცემა და კონკრეტული აქტივობის ორგანიზება
    • 1.2
      • შეუძლია მასწავლებელი-მოსწავლის ინტერაქციის მართვა
      • შეუძლია პლენარული ფაზების, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის კომბინირება და ნათელი მითითებების მიცემა
      • შეუძლია სახელმძღვანელოში მოცემული აქტივობების საფუძველზე ჩართოს მოსწავლეები წყვილებში ან ჯგუფურ მუშაობაში
  • Development Phase 2
    • 2.1
      • შეუძლია წყვილებში და ჯგუფური მუშაობის ეფექტიანი მართვა და მისი პლენარულ ფაზაში გადაყვანა
      • შეუძლია ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების მართვა
      • შეუძლია ნათელი უკუკავშირის მიცემა
    • 2.2
      • cშეუძლია სასწავლო მიზნების შესაბამისი, პლენარული, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის ფაზების ვარირება და დაბალანსებულად გამოყენება
      • შეუძლია დავალებაზე ორიენტირებული მეცადინეობის ჩატარება
      • შეუძლია მოსწავლეთა აქტივობების ეფექტიანად მართვა
      • შეუძლია ნათელი უკუკავშირის მიცემა/სტიმულირება
  • Development Phase 3
    • 3.1
      • შეუძლია დავალებაზე ორიენტირებული ჯგუფური მუშაობის იმგვარი სახით ორგანიზება, რომ ამავდროულად მოხდეს მოსწავლეთა სხვადასხვა აქტივობების განხორციელება
      • შეუძლია ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის შედეგების ზუსტი და დეტალური კონტროლი
      • შეუძლია ინდივიდუალური უკუკავშირის სხვადასხვა სახით მიცემა/სტიმულირება
      • შეუძლია მართვის და უკუკავშირის ინსტრუმენტების გამოყენება დამატებითი სასწავლო აქტივობების შესამუშავებლად
    • 3.2
      • შეუძლია შიდა დიფერენცირების პრინციპზე დაფუძნებული ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ორგანიზება, მონიტორინგი, ანალიზი და მართვა
      • შეუძლია მრავალრიცხოვანი ტექნიკების დახმარებით უკუკავშირის მიცემა/სტიმულირება
გამჭოლი კომპეტენციები
ინტერკულტურული კომპეტენცია
  • Development Phase 1
    • 1.1
      • ესმის, რომ ენას და კულტურას შორის კავშირი ენების სწავლა-სწავლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს
    • 1.2
      • იცის, რომ მეცადინეობაზე კულტურული ასპექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ
      • შეუძლია მოსწავლეებს გააცნოს შესაბამისი განსხვავებები კულტურულად განპირობებულ ქცევებსა და ტრადიციებს შორის
      • შეუძლია კულტურულად და სოციალურად ჰეტეროგენულ ჯგუფებში ტოლერანტული და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შექმნა
  • Development Phase 2
    • 2.1
      • შეუძლია სტერეოტიპების აღქმა და მათთან მოპყრობა
      • შეუძლია საკუთარი ინტერკულტურული ცნობიერების გამოყენება კულტურულად განპირობებული ქცევების (თავაზიანობა, სხეულის ენა და ა. შ.) შესახებ მოსწავლეთა ცოდნის ხელშესაწყობად
      • შეუძლია გაიაზროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაკვეთილზე ინტერკულტურული პრობლემების თავიდან აცილება და ხელს უწყობს საერთო ჩართულობას და ურთიერთპატივისცემას
    • 2.2
      • ეხმარება მოსწავლეებს სტერეოტიპების ანალიზში
      • შეუძლია თავისი გაკვეთილის ფარგლებში ინტერკულტურულად რელევანტური საკითხების (მაგ. თავაზიანობა, სხეულის ენა და ა. შ.) თემატიზაცია
      • შეუძლია ჯგუფის კულტურული თვალსაწიერის შესაბამისი სასწავლო მასალების გამოყენება და მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობების საშუალებით მათი თვალსაწიერის გაფართოება
  • Development Phase 3
    • 3.1
      • შეუძლია ინტერნეტრესურსის, პროექტების და პრეზენტაციების გამოყენება საკუთარ თავსა და მოსწავლეებში ინტერკულტურული ურთიერთგაგების და პატივისცემის ასამაღლებლად
      • cშეუძლია მოსწავლეებს განუვითაროს სოციალური და კულტურული მსგავსებების და განსხვავებების ანალიზის და განხილვის უნარი
      • შეუძლია ინტერკულტურულად სენსიტიური მიმართულებების პროგნოზირება და მოსწავლეების დახმარება ამგვარ სიტუაციებთან გამკლავებაში
    • 3.2
      • აქვს და იყენებს ფართო ინტერკულტურულ ცოდნას და ამგვარად ეხმარება ნაკლებად გამოცდილ კოლეგებს 
      • შეუძლია შესაბამისი ტექნიკების გაზიარების გზით დაეხმაროს კოლეგებს ინტერკულტურულად რთულ სიტუაციებთან, გაუგებრობებთან და "კრიტიკულ ინციდენტებთან" გამკლავებაში
      • შეუძლია მოსწავლეთა ინტერკულტურული აქტივობების, დავალებების და სასწავლო მასალების შემუშავება როგორც თავისთვის, ისე კოლეგებისთვის და შეუძლია ამ უკანასკნელთაგან წამოსული უკუკავშირის ანალიზი
ენობრივი ცნობიერება
  • Development Phase 1
    • 1.1
      • შეუძლია ლექსიკონების, გრამატიკის სახელმძღვანელოების და სხვა წყაროების გამოყენება
      • შეუძლია ენასთან დაკავშირებულ მარტივ და მისი სამიზნე ჯგუფების ენობრივი დონის ფარგლებში ხშირად დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი
    • 1.2
      • შეუძლია A1 - B1 დონის მოსწავლეებს მიაწოდოს სწორი ენობრივი ფორმების და მათი გამოყენების მაგალითები
      • შეუძლია სამიზნე ენასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ამასთან არ არის აუცილებელი, რომ პასუხი ყოველთვის სრულყოფილი იყოს, თუმცა A1 - B1 მოსწავლეებისთვის ყოველთვის რელევანტურია
  • Development Phase 2
    • 2.1
      • შეუძლია სწორი ენობრივი ფორმების და მათი გამოყენების მაგალითების დონის შესაბამისად მიწოდება, ორი უმაღლესი დონის (C1-C2) გამოკლებით
      • შეუძლია სამიზნე ენასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ორი უმაღლესი დონის (C1-C2) გამოკლებით
    • 2.2
      • შეუძლია სწორი ენობრივი ფორმების და მათი გამოყენების მაგალითების მიწოდება თითქმის ყველა შემთხვევაში და ყველა დონეზე C2-ის გარდა
      • შეუძლია მოსწავლეთა ენობრივი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მიზეზების ამოცნობა.
      • შეუძლია სამიზნე ენასთან დაკავშირებულ კითხვებზე დონისთვის რელევანტური პასუხის გაცემა, C2-ის გარდა
  • Development Phase 3
    • 3.1
      • შეუძლია სწორი ენობრივი ფორმების და მათი გამოყენების მაგალითების შერჩევა და მიწოდება თითქმის ყველა სიტუაციაში და ყველა დონეზე
      • შეუძლია სამიზნე ენასთან დაკავშირებული თითქმის ყველა სახის კითხვაზე ზუსტი და ამომწურავი პასუხის გაცემა და ნათელი ახსნა-განმარტებების მიცემა
      • შეუძლია სასწავლო ტექნიკების მთელი სპექტრის გამოყენება, რათა დაეხმაროს მოსწავლეებს ენობრივი თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებასა და შეცდომების დამოუკიდებლად გასწორებაში
    • 3.2
      • შეუძლია მოსწავლეთა კითხვებს ენის განსხვავებული ასპექტების და ენის გამოყენების თავისებურებების შესახებ ყოველთვის სწორი და ამომწურავი პასუხი გასცეს
      • შეუძლია ენობრივი ფორმების, მნიშვნელობების და გამოყენების უმნიშვნელო განსხვავებების ახსნა C1 და C2 დონეებზე
ციფრული და მედიაწიგნიერება
  • Development Phase 1
    • 1.1
      • შეუძლია საოფისე კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით სტანდარტული სამუშაო ფურცლების შექმნა

      • შეუძლია სასურველი სასწავლო მასალის მოძიება ინტერნეტში

      • შეუძლია სასწავლო პროცესისთვის საჭირო მასალის ინტერნეტიდან ჩამოტვირთვა 

    • 1.2
      • შეუძლია საგაკვეთილო პროცესში ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ტექსტების, სურათების, გრაფიკების და ა. შ. ინტეგრირება
      • შეუძლია ელექტრონული ფაილების და ფოლდერების ლოგიკურ სტრუქტურაში თავმოყრა
  • Development Phase 2
    • 2.1
      • შეუძლია Windows/Mac-ის სტანდარტული პროგრამების და Media Player-ის გამოყენება
      • შეუძლია ურჩიოს მოსწავლეებს და კოლეგებს შესაბამისი ონლაინ-მასალების გამოყენება
      • შეუძლია მეცადინეობის დროს მულტიმედიაპროექტორის დახმარებით ინტერნეტის, DVD-ის და ა. შ. გამოყენება
    • 2.2
      • შეუძლია მოსწავლეთათვის ონლაინ-დავალებების შედგენა და შესრულების კონტროლი
      • შეუძლია გრაფიკული, ვიდეო და აუდიოფაილებით სამუშაოდ შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების გამოყენება
  • Development Phase 3
    • 3.1
      • შეუძლია მოსწავლეების სტიმულირება, მათი საჭიროებების შესაბამისად შეარჩიონ და გამოიყენონ ონლაინ-სავარჯიშოები
      • შეუძლია აუდიო და ვიდეოფაილების დამუშავება და ადაპტირება
      • შეუძლია კოლეგებს აუხსნას, თუ როგორ ხდება ახალი პროგრამული უზრუნველყოფის და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება
      • შეუძლია პროექტის კოორდინირება ციფრული მედიასაშუალებების (კამერა, ინტერნეტი, სოციალური ქსელები) დახმარებით
      • შეუძლია საკლასო ოთახში ციფრულ ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესი ნაწილის დამოუკიდებლად აღმოფხვდა
    • 3.2
      • შეუძლია მოსწავლეთა სტიმულირება, ენის სწავლისას გონივრულად გამოიყენონ საკლასო ოთახში არსებული ყველა სტანდარტული ციფრული მედიასაშუალება (ინტერაქტიული დაფები, მათი მობილური კომპონენტები, პლანშეტები)
      • შეუძლია დაანახოს კოლეგებს საგაკვეთილო პროცესში ხელმისაწვდომი ციფრული მედიასაშუალებების და ინტერნეტრესურსების პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები
      • შეუძლია სასწავლო პლატფორმების (მაგ. მუდლი) გამოყენებით ინტეგრირებული სასწავლო მოდულების შექმნა
პროფესიონალიზაცია
პროფესიული განვითარება
  • Development Phase 1
    • 1.1
      • ითხოვს საკუთარი გაკვეთილების და სხვა სამუშაოს შეფასებას
      • იღებს რჩევებს და დახმარებას კოლეგებისგან და სახელმძღვანელოებიდან
    • 1.2
      • მოქმედებს მისი ინსტიტუტის მისიის და ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად
      • კოლეგებთან ერთად განიხილავს მოსწავლეების საჭიროებებთან და მეცადინეობის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს
      • რეაგირებს გაკვეთილზე დაკვირვების შემდეგ კომპეტენტური პირების მიერ მიცემულ უკუკავშირზე 
  • Development Phase 2
    • 2.1
      • იყენებს კოლეგებთან ერთად ერთ ან ორ ენობრივ დონეზე ერთობლივი მეცადინეობების ჩატარების (გუნდური სწავლება) შესაძლებლობას
      • რეაგირებს გაკვეთილზე დაკვირვების შემდეგ კოლეგების მიერ მიცემულ უკუკავშირზე
      • შეაქვს წვლილი ინსტიტუტის განვითარებასა და ეფექტიან მენეჯმენტში და პოზიტიურად რეაგირებს ინსტიტუტში მიმდინარე ცვლილებებსა და აქტუალურ გამოწვევებზე
    • 2.2
      • იყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ მის გაკვეთილებს დაესწრონ ხელმძღვანელები და კოლეგები და მიიღოს მათგან შესაბამისი უკუკავშირი
      • აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განვითარების ღონისძიებებში და ემზადება მათთვის
      • მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინსტიტუტის და მისი საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული სისტემის განვითარებაში
  • Development Phase 3
    • 3.1
      • მენტორობას / კურატორობას უწევს ნაკლებად გამოცდილ კოლეგებს
      • კოლეგების დახმარებით ან წინასწარ მომზადებულ სასწავლო და სხვა მასალებზე დაყრდნობით ატარებს ტრენინგებს და მსგავს აქტივობებს 
      • აკვირდება კოლეგების მეცადინეობებს და აძლევს მათ სასარგებლო უკუკავშირს
      • შესაძლებლობის შემთხვევაში საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც ინსტიტუტის განვითარებას ემსახურებიან
    • 3.2
      • ადგენს ტრენინგმოდულებს ნაკლებად გამოცდილი კოლეგებისთვის
      • ატარებს პროფესიულ განვითარებაზე მიმართულ ტრენინგპროგრამებს
      • აკვირდება და აფასებს კოლეგებს ყველა ენობრივ დონეზე 
      • ორგანიზებას უკეთებს კოლეგებს შორის გაკვეთილებზე დასწრება-დაკვირვების პროცესს
ადმინისტრირება
  • Development Phase 1
    • 1.1
      • ასრულებს რუტინულ სამუშაოებს, როგორებიცაა დასწრების სიების წარმოება ან სასწავლო მასალების დარიგება/შეგროვება/დაბრუნება
    • 1.2
      • დროულად და სწორად არიგებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ გეგმებს და დოკუმენტაციას
      • ეფექტიანად ასწორებს საშინაო დავალებებს და ტესტებს
  • Development Phase 2
    • 2.1
      • ეფექტიანად აფასებს ნაშრომებს და წერს ანგარიშებს
      • გასაგებად და ორგანიზებულად აწარმოებს საკლასო ჟურნალს
      • დროულად წარადგენს დოკუმენტებს და იძლევა უკუკავშირს
    • 2.2
      • ეფექტიანად ართმევს თავს პედაგოგის ადმინისტრაციულ ამოცანებს
      • არ ავიწყდება ასევე ნაკლებად მნიშვნელოვანი ამოცანები და დროულად ასრულებს მათ
      • ჯეროვნად რეაგირებს მოსწავლეთა საჭიროებებზე, მოთხოვნებსა და კომენტარებზე
  • Development Phase 3
    • 3.1
      • ახდენს ადმინისტრაციული ამოცანების კოორდინირებას სხვა კოლეგებთან, საჭიროების შემთხვევაში აგროვებს და ავრცელებს ინფორმაციას, ანგარიშებს, მოსაზრებებს და ა. შ.
      • იღებს პასუხისმგებლობას განსაზღვრული ადმინისტრაციული ამოცანების შესრულებაზე, მაგ. მასწავლებელთა კონფერენციების ორგანიზებაზე, კურსის შესახებ უკუკავშირის დოკუმენტაციის შეგროვებაზე, ანალიზზე და შეფასებაზე და ა. შ.
    • 3.2
      • მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარ თავზე იღებს კურსის კოორდინაციას,

      • საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს ინსტიტუტის სხვადასხვა მიმართულებასთან (რეგისტრატურა, ადმინისტრაცია, სპონსორები, მშობლები და ა.შ.)

      • მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინსტიტუტის სამუშაო პროცესების განვითარებასა და გაუმჯობესებაში

Download the grid

The European Profiling Grid, the Glossary and the User guide can be downloaded in the languages of your choice.

  • Language of additional documents

The user guide

The user guide provides examples of how each type of user might use the Grid.