გამოსცადეთ პროფილთა ბადე
აქ შეგიძლიათ იხილოთ პროფილთა ბადის ზოგადი მიმოხილვა და ჩამოტვირთოთ ან ამობეჭდოთ PDF ვერსია.
კვალიფიკაცია/გამოცდილება
ენის ცოდნა და ენობრივი კომპეტენცია
- Development Phase 1
-
1.1
- სამიზნე ენას სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
- მიაღწია სამიზნე ენის ცოდნის B1 დონეს
-
1.2
- სამიზნე ენას სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
- მიაღწია სამიზნე ენის ცოდნის B2 დონეს
-
1.1
- Development Phase 2
-
2.1
- ჩააბარა სამიზნე ენის B2 დონის გამოცდა და მიაღწია C1 დონეს ზეპირმეტყველების კომპონენტში
-
2.2
- ჩააბარა სამიზნე ენის C1 დონის გამოცდა
- ან:
- უმაღლესი განათლება მიღებული აქვს სამიზნე ენაზე და აქვს ენის C1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი
-
2.1
- Development Phase 3
-
3.1
- ჩააბარა სამიზნე ენის C2 დონის გამოცდა
- ან:r
- უმაღლესი განათლება მიღებული აქვს სამიზნე ენაზე და აქვს ენის C2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი
-
3.2
- უმაღლესი განათლება მიღებული აქვს სამიზნე ენაზე, აქვს ენის C2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი და სამიზნე ენას ავთენტურად იყენებს
- ან:
- სამიზნე ენა მისთვის მშობლიური ენაა
-
3.1
განათლება/კვალიფიკაცია
- Development Phase 1
-
1.1
- სწავლობს პედაგოგიური ინსტიტუტის, უნივერსიტეტის ან ავტორიზებული კერძო ინსტიტუტის აკრედიტებულ პროგრამაზე, რომელსაც გაყავს ენის მასწავლებლის სპეციალობაზე
-
1.2
- დასრულებული აქვს ენის მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი, რომელიც ენობრივ ცნობიერებას და მეთოდიკა-დიდაქტიკას ეხება და შეუძლია სწავლება, თუმცა ჯერ-ჯერობით აქ გააჩნია ფორმალური კვალიფიკაცია.
-
1.1
- Development Phase 2
-
2.1
- დასრულებული აქვს მინიმუმ 60-საათიანი დოკუმენტირებული და სტრუქტურირებული, პრაქტიკული განათლება სამიზნე ენის სწავლების მიმართულებით, რომელიც ამავდროულად მოიცავს პედაგოგიური პრაქტიკის კომპონენტს; შედეგად, ფლობს საბაზისო კვალიფიკაციას
- ან:
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დროს დასრულებული აქვს რამდენიმე კურსი ან მოდული სამიზნე ენაში და/ან მეთოდიკა-დიდაქტიკაში, თუმცა ჯერ სრულად არ აქვს დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამა.
-
2.2
- აქვს უმაღლესი განათლება სამიზნე ენის მიმართულებით, ამასთან საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს მეთოდიკა-დიდაქტიკის კომპონენტს და პედაგოგიურ პრაქტიკას
- ან:
- აქვს აღიარებული საერთშორისო სერტიფიკატი (მინიმუმ 120 საათი) სამიზნე ენის სწავლების მიმართულებით.
-
2.1
- Development Phase 3
-
3.1
- აქვს ბაკალავრის ხარისხი სპეციალობით უცხო ენის მასწავლებელი; ან სწავლის დროს გავლილი აქვს აქტივობები უცხო ენის სწავლების მეთოდიკა-დიდაქტიკის მიმართულებით: პედაგოგიური პრაქტიკა წარმოადგენდა ამ საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელ ნაწილს.
- ან:
- აქვს აღიარებული საერთშორისო სერტიფიკატი (მინიმუმ 120 საათი) სამიზნე ენის სწავლების მიმართულებით.
- ამას გარდა:
- გავლილი აქვს მინიმუმ 100 საათიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი
-
3.2
- აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი უცხო ენების სწავლების შესაბამისი სპეციალიზაციით ან გამოყენებითი ენათმეცნიერების სპეციალიზაციით; ან სწავლის დროს გავლილი აქვს შესაბამისი აქტივობები პედაგოგიური პრაქტიკის ჩათვლით, თუკი ეს უკანასკნელი საბაკალავრო დონეზე უკვე არ იყო გავლილი
- ან:
- აქვს პოსტსადიპლომო ან აღიარებული საერთაშორისო სერიფიკატი სამიზნე ენის სწავლების მიმართულებით (მინიმუმ 200 საათი)
- აქვს დამატებითი განათლება (მაგ. დარგობრივი ენის სწავლება, გამომცდელთა ტრენინგი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კურსები)
-
3.1
შეფასებული პედაგოგიური პრაქტიკა
- Development Phase 1
-
1.1
- აგროვებს გამოცდილებას საკლასო მეცადინეობების კონკრეტული მონაკვეთების დამოუკიდებლად ჩატარების და გამოცდილ კოლეგასთან უკუკავშირის ანალიზის გზით.
-
1.2
- უკვე დამოუკიდებლად აქვს ჩატარებული რამდენიმე გაკვეთილი, რომელზეც განხორციელდა დაკვირვება/მონიტორინგი და შეფასება.
- აქვს მცირე ჯგუფებში მეცადინეობის ცალკეული ფაზების ჩატარების გამოცდილება (მიკროსწავლება)
-
1.1
- Development Phase 2
-
2.1
- სწავლის პროცესში ჩატარებული აქვს მინიმუმ 2 წარმატებული გაკვეთილი მინიმუმ 2 სხვადასხვა ენობრივ დონეზე და შეუძლია ამის დოკუმენტურად დადასტურება
- როგორც პედაგოგს ჩატარებული აქვს მინიმუმ 3 გაკვეთილი მონიტორის თანდასწრებით, რომლებზეც დოკუმენტურად დაუფიქსირდა დადებითი შეფასება
-
2.2
- სწავლის პროცესში ჩატარებული აქვს მინიმუმ 6 წარმატებული გაკვეთილი მინიმუმ 2 სხვადასხვა ენობრივ დონეზე და შეუძლია ამის დოკუმენტურად დადასტურება
- როგორც პედაგოგს ჩატარებული აქვს მინიმუმ 6 გაკვეთილი 3 სხვადასხვა ენობრივ დონეზე მონიტორის თანდასწრებით და ექვსივე შემთხვევაში დოკუმენტურად დაუფიქსირდა დადებითი შეფასება
-
2.1
- Development Phase 3
-
3.1
- პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში სხვადასხვა ენობრივ დონეზე და სხვადასხვა სასწავლო ჯგუფებთან ჩატარებული აქვს მინიმუმ 10 მეცადინეობა კურატორის/მენტორის/გამოცდილი კოლეგის თანდასწრებით და ყველა შემთხვევაში დოკუმენტურად დაუფიქსირდა დადებითი შეფასება
-
3.2
- პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში ჩატარებული აქვს მინიმუმ 14 მეცადინეობა კურატორის/მენტორის/გამოცდილი კოლეგის თანდასწრებით და ყველა შემთხვევაში დოკუმენტურად დაუფიქსირდა დადებითი შეფასება
- შეფასდა როგორც ნაკლებად გამოცდილი კოლეგების კურატორი / მენტორი
-
3.1
პედაგოგიური გამოცდილება
- Development Phase 1
-
1.1
- 1 ან 2 ენობრივ დონეზე ჩატარებული აქვს რამდენიმე მეცადინეობა ან მეცადინეობის ნაწილი
-
1.2
- ასწავლის რამდენიმე კლასს ან ჯგუფს, თუმცა აქვს მხოლოდ 1 ან 2 ენობრივ დონეზე სწავლების გამოცდილება
-
1.1
- Development Phase 2
-
2.1
- შეუძლია დოკუმენტურად დაადასტუროს 200-დან 800-მდე დამოუკიდებლად ჩატარებული საგაკვეთილო საათის გამოცდილება:
- აქვს მეცადინეობების ჩატარების გამოცდილება სხვადასხვა ენობრივი დონის კლასსა და ჯგუფში
-
2.2
-
შეუძლია დოკუმენტურად დაადასტუროს 800-დან 2400-მდე დამოუკიდებლად ჩატარებული საგაკვეთილო საათის გამოცდილება:
- სხვადასხვა ენობრივ დონეზე
- ერთზე მეტ სასწავლო კონტექსტში
-
შეუძლია დოკუმენტურად დაადასტუროს 800-დან 2400-მდე დამოუკიდებლად ჩატარებული საგაკვეთილო საათის გამოცდილება:
-
2.1
- Development Phase 3
-
3.1
-
შეუძლია დოკუმენტურად დაადასტუროს 2400-დან 4000-მდე დამოუკიდებლად ჩატარებული საგაკვეთილო საათის გამოცდილება:
- ყველა ენობრივ დონეზე C2-ის გარდა
- რამდენიმე განსხვავებულ სასწავლო კონტექსტში
-
შეუძლია დოკუმენტურად დაადასტუროს 2400-დან 4000-მდე დამოუკიდებლად ჩატარებული საგაკვეთილო საათის გამოცდილება:
-
3.2
- შეუძლია დოკუმენტურად დაადასტუროს დაახლოებით 6000 დამოუკიდებლად ჩატარებული საგაკვეთილო საათის გამოცდილება
- აქვს პედაგოგიური გამოცდილება მრავალ განსხვავებულ სასწავლო კონტექსტში
- აქვს კურატორად/მენტორად/ტრენერად მუშაობის გამოცდილება
-
3.1
საკვანძო პედაგოგიური კომპეტენციები
მეთოდიკა-დიდაქტიკა
- Development Phase 1
-
1.1
- იცის ენის სწავლის თეორიების და სწავლების მეთოდების არსებობის შესახებ
- გამოცდილი კოლეგების მეცადინეობებზე დასწრებისას ხვდება, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა სწავლების კონკრეტულ ტექნიკებს და კონკრეტულ სასწავლო მასალებს
-
1.2
- აქვს საბაზისო ცოდნა ენის სწავლის თეორიების და სწავლების მეთოდების შესახებ
- კოლეგების რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლია სწავლების ახალი ტექნიკების და ახალი სასწავლო მასალების გამოყენება
- შეუძლია სხვადასხვა სასწავლო კონტექსტისათვის რელევანტური სასწავლო ტექნიკების და სასწავლო მასალების იდენტიფიცირება
-
1.1
- Development Phase 2
-
2.1
- იცნობს ენის სწავლის თეორიებს და სწავლების მეთოდებს
- იცნობს ენის სწავლის თეორიებს და სწავლების მეთოდებს ორი ან მეტი ენობრივი დონისთვის
- შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად მიესადაგებიან სწავლების მეთოდები და სასწავლო მასალები გასხვავებულ სასწალვო კონტექსტებს
- საკუთარი სწავლების მეთოდების და ტექნიკების შერჩევისას შეუძლია კონკრეტული სასწავლო ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინება
-
2.2
- კარგად იცნობს ენის სწავლის თეორიებს, სწავლების მეთოდებს, სწავლის სხვადასხვა სტილსა და სტრატეგიას
- სწავლების ტექნიკების და სასწავლო მასალების უკან შეუძლია შესაბამისი თეორიული კონცეპციების ამოცნობა
- შეუძლია სწავლების ტექნიკების და აქტივობების დიდი მოცულობის ჯეროვანი გამოყენება
-
2.1
- Development Phase 3
-
3.1
- შეუძლია დიდი რაოდენობით სწავლების ტექნიკების და სასწავლო მასალების უკან მდგარი სწავლების მეთოდების თეორიული დასაბუთება
- შეუძლია სწავლების ტექნიკების, აქტივობების და სასწავლო მასალების უაღრესად ფართო სპექტრის გამოყენება
-
3.2
- დეტალურად იცნობს ენის სწავლის თეორიებს და სწავლების მეთოდებს და ამ კუთხით კონსულტირებას უწევს კოლეგებს.
- კოლეგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დაკვირვების შედეგად, მათი სწავლების ტექნიკების სპექტრის გაფართოების მიზნითშეუძლია პრაქტიკული, მეთოდურად დასაბუთებული უკუკავშირის მიცემა
- შეუძლია კოლეგებს ურჩიოს და დამოუკიდებლად შეუდგინოს ნებისმიერი ენობრივი დონისთვის რელევანტური დავალებები და სასწავლო მასალები
-
3.1
შეფასება
- Development Phase 1
-
1.1
- შეუძლია სახელმძღვანელოზე დაყრდნობით ჩაატაროს და გაასწოროს დასკვნითი ტესტი
-
1.2
- შეუძლია ჩაატაროს და გაასწოროს უკვე შედგენილი დასკვნითი ტესტები (სემესტრული, წლიური)
- შეუძლია ჩაატაროს უკვე შედგენილი ზეპირი დასკვნითი ტესტი
- შეუძლია განვლილი მასალის გასამეორებელი აქტივობების ჯეროვანი სახით შემუშავება და განხორციელება
-
1.1
- Development Phase 2
-
2.1
- შეუძლია გეგმიური, მიმდინარე ტესტების, მათ შორის ზეპირი ტესტების, ჩატარება
- შეუძლია ტესტის და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით სწავლების სფეროს და თემატიკის განსაზღვრა
- შეუძლია გასაგები უკუკავშირის მიცემა იდენტიფიცირებული ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და სამომავლო ინდივიდუალური სამუშაოსთვის პრიორიტეტების განსაზღვრა
-
2.2
- შეუძლია რეგულარული მიმდინარე ტესტებისათვის დავალებების შერჩევა და ტესტირების ჩატარება ენის ცოდნის და უნარების კუთხით მიღწეული წარმატებების გასაზომად
- შეუძლია, მოსწავლეთა ენობრივი ცნობიერების ასამაღლებლად, წერილობითი ნაშრომების გასწორებისას სხვადასხვა ტიპის შეცდომების მარკირებისთვის კორექტირების კონვენციური სიმბოლოების გამოყენება
- შეუძლია დონის განმსაზღვრელი ტესტების მომზადება და ტესტირების პროცესის
-
2.1
- Development Phase 3
-
3.1
- შეუძლია გეგმიური, მიმდინარე ტესტებისათვის (წერილობითი და ზეპირი) მასალების და დავალებების შედგენა
- შეუძლია მოსწავლეთა ხელშეწყობის და მათი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირების მიზნით გამოიყენოს მათი ინტერაქციული ქცევების ამსახველი ვიდეოჩანაწერები
- შეუძლია წერითი და ზეპირი მეტყველების შესაფასებლად ესჩ-ს კრიტერიუმების რელევანტური გამოყენება
-
3.2
- შეუძლია ყველა ენობრივი უნარის, ენის გრამატიკის ცოდნის და ლექსიკის ფლობის შესაფასებლად დავალებების შედგენა ყველა ენობრივი დონისთვის
- შეუძლია ესჩ-ს კრიტერიუმების რელევანტური გამოყენება წერითი და ზეპირი მეტყველების შესაფასებლად ყველა ენობრივ დონეზე და ამ მიმართულებით შეუძლია დაეხმაროს მის ნაკლებად გამოცდილ კოლეგებს.
- შეუძლია ესჩ-დონის დასადგენად დონის განმსაზღვრელი ვალიდური ტესტების მომზადება
- შეუძლია გამომცდელთათვის ესჩ-ს შესახებ ტრენინგების ჩატარება
-
3.1
მეცადინეობის და სასწავლო კურსის დაგეგმვა
- Development Phase 1
-
1.1
- შეუძლია მეცადინეობის გეგმაში ლოგიკურად დააკავშიროს ერთმანეთთან სასწავლო აქტივობები, თუკი სასწავლო მასალა ამის საშუალებას იძლევა
-
1.2
- შეუძლია სახელმძღვანელოში მოცემული აქტივობების დამატებითი აქტივობებით შევსება
- შეუძლია ცალკეულ მეცადინეობებს შორის ლოგიკური ბმის უზრუნველყოფა და ამასთან ბოლო მეცადინეობის სასწავლო შედეგების გათვალისწინება
- შეუძლია წინასწარ შედგენილი მეცადინეობის გეგმების იმგვარი ადაპტირება, რომ ჯეროვანი სახით მოხდეს სასწავლო პროგრესის და არსებული სირთულეების გათვალისწინება
-
1.1
- Development Phase 2
-
2.1
- შეუძლია სილაბუსების და სხვა სასწავლო გეგმების გამოყენება მეცადინეობის დაბალანსებულად და ჯგუფის საჭიროებებზე ორიენტაციით დასაგეგმად
- შეუძლია გაკვეთლის ფაზების და მათი ქრონოლოგიური თანამიმდევრობის დაგეგმვა სხვადასხვა სასწავლო მიზნების მისაღწევად
- შეუძლია ერთმანეთს შეადაროს მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები და გაკვეთლის დაგეგმვისას გაითვალისწინოს ისინი ძირითადი და დამატებითი მიზნების სახით
-
2.2
- შეუძლია სასწავლო კურსის ან კურსის მონაკვეთის დაგეგმვა სილაბუსის, მოსწავლეთა საჭიროებების და ხელთარსებული სასწავლო მასალების გათვალისწინებით
- შეუძლია დამოუკიდებლად შეადგინოს დავალებები სასწავლო მასალის ენობრივ და კომუნიკაციურ პოტენციალზე დაყრდნობით
- შეუძლია დამოუკიდებლად შეადგინოს დავალებები, ინდივიდუალური საჭიროებების და კურსის მიზნების გათვალისწინებით.
-
2.1
- Development Phase 3
-
3.1
- შეუძლია საჭიროებების დეტალური ანალიზის საფუძველზე შეიმუშავოს დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება გამეორების და სიახლის კომპონენტები
- შეუძლია სხვადასხვა ენობრივი დონის სასწავლო მასალებისთვის დავალებების შედგენა
- შეუძლია სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების ანალიზის გამოყენება სამომავლო საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად
-
3.2
- შეუძლია შეადგინოს სპეციალური კურსები სხვადასხვა კონტექსტებისთვის, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი კომუნიკაციური და ენობრივი შინაარსები
- შეუძლია კოლეგების კონსულტირება სასწავლო კურსის და მეცადინეობის დაგეგმვის პროცესში ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების და გათვალისწინების კუთხით
- შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს სხვადასხვა სასწავლო კურსის სილაბუსების და კურიკულუმების გადამოწმების პასუხისმგებლობა
-
3.1
ინტერაქციის მართვა
- Development Phase 1
-
1.1
- შეუძლია, შესაბამისი ინსტრუქტაჟის შემთხვევაში, ნათელი მითითებების მიცემა და კონკრეტული აქტივობის ორგანიზება
-
1.2
- შეუძლია მასწავლებელი-მოსწავლის ინტერაქციის მართვა
- შეუძლია პლენარული ფაზების, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის კომბინირება და ნათელი მითითებების მიცემა
- შეუძლია სახელმძღვანელოში მოცემული აქტივობების საფუძველზე ჩართოს მოსწავლეები წყვილებში ან ჯგუფურ მუშაობაში
-
1.1
- Development Phase 2
-
2.1
- შეუძლია წყვილებში და ჯგუფური მუშაობის ეფექტიანი მართვა და მისი პლენარულ ფაზაში გადაყვანა
- შეუძლია ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების მართვა
- შეუძლია ნათელი უკუკავშირის მიცემა
-
2.2
- cშეუძლია სასწავლო მიზნების შესაბამისი, პლენარული, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის ფაზების ვარირება და დაბალანსებულად გამოყენება
- შეუძლია დავალებაზე ორიენტირებული მეცადინეობის ჩატარება
- შეუძლია მოსწავლეთა აქტივობების ეფექტიანად მართვა
- შეუძლია ნათელი უკუკავშირის მიცემა/სტიმულირება
-
2.1
- Development Phase 3
-
3.1
- შეუძლია დავალებაზე ორიენტირებული ჯგუფური მუშაობის იმგვარი სახით ორგანიზება, რომ ამავდროულად მოხდეს მოსწავლეთა სხვადასხვა აქტივობების განხორციელება
- შეუძლია ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის შედეგების ზუსტი და დეტალური კონტროლი
- შეუძლია ინდივიდუალური უკუკავშირის სხვადასხვა სახით მიცემა/სტიმულირება
- შეუძლია მართვის და უკუკავშირის ინსტრუმენტების გამოყენება დამატებითი სასწავლო აქტივობების შესამუშავებლად
-
3.2
- შეუძლია შიდა დიფერენცირების პრინციპზე დაფუძნებული ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ორგანიზება, მონიტორინგი, ანალიზი და მართვა
- შეუძლია მრავალრიცხოვანი ტექნიკების დახმარებით უკუკავშირის მიცემა/სტიმულირება
-
3.1
გამჭოლი კომპეტენციები
ინტერკულტურული კომპეტენცია
- Development Phase 1
-
1.1
- ესმის, რომ ენას და კულტურას შორის კავშირი ენების სწავლა-სწავლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს
-
1.2
- იცის, რომ მეცადინეობაზე კულტურული ასპექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ
- შეუძლია მოსწავლეებს გააცნოს შესაბამისი განსხვავებები კულტურულად განპირობებულ ქცევებსა და ტრადიციებს შორის
- შეუძლია კულტურულად და სოციალურად ჰეტეროგენულ ჯგუფებში ტოლერანტული და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შექმნა
-
1.1
- Development Phase 2
-
2.1
- შეუძლია სტერეოტიპების აღქმა და მათთან მოპყრობა
- შეუძლია საკუთარი ინტერკულტურული ცნობიერების გამოყენება კულტურულად განპირობებული ქცევების (თავაზიანობა, სხეულის ენა და ა. შ.) შესახებ მოსწავლეთა ცოდნის ხელშესაწყობად
- შეუძლია გაიაზროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაკვეთილზე ინტერკულტურული პრობლემების თავიდან აცილება და ხელს უწყობს საერთო ჩართულობას და ურთიერთპატივისცემას
-
2.2
- ეხმარება მოსწავლეებს სტერეოტიპების ანალიზში
- შეუძლია თავისი გაკვეთილის ფარგლებში ინტერკულტურულად რელევანტური საკითხების (მაგ. თავაზიანობა, სხეულის ენა და ა. შ.) თემატიზაცია
- შეუძლია ჯგუფის კულტურული თვალსაწიერის შესაბამისი სასწავლო მასალების გამოყენება და მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობების საშუალებით მათი თვალსაწიერის გაფართოება
-
2.1
- Development Phase 3
-
3.1
- შეუძლია ინტერნეტრესურსის, პროექტების და პრეზენტაციების გამოყენება საკუთარ თავსა და მოსწავლეებში ინტერკულტურული ურთიერთგაგების და პატივისცემის ასამაღლებლად
- cშეუძლია მოსწავლეებს განუვითაროს სოციალური და კულტურული მსგავსებების და განსხვავებების ანალიზის და განხილვის უნარი
- შეუძლია ინტერკულტურულად სენსიტიური მიმართულებების პროგნოზირება და მოსწავლეების დახმარება ამგვარ სიტუაციებთან გამკლავებაში
-
3.2
- აქვს და იყენებს ფართო ინტერკულტურულ ცოდნას და ამგვარად ეხმარება ნაკლებად გამოცდილ კოლეგებს
- შეუძლია შესაბამისი ტექნიკების გაზიარების გზით დაეხმაროს კოლეგებს ინტერკულტურულად რთულ სიტუაციებთან, გაუგებრობებთან და "კრიტიკულ ინციდენტებთან" გამკლავებაში
- შეუძლია მოსწავლეთა ინტერკულტურული აქტივობების, დავალებების და სასწავლო მასალების შემუშავება როგორც თავისთვის, ისე კოლეგებისთვის და შეუძლია ამ უკანასკნელთაგან წამოსული უკუკავშირის ანალიზი
-
3.1
ენობრივი ცნობიერება
- Development Phase 1
-
1.1
- შეუძლია ლექსიკონების, გრამატიკის სახელმძღვანელოების და სხვა წყაროების გამოყენება
- შეუძლია ენასთან დაკავშირებულ მარტივ და მისი სამიზნე ჯგუფების ენობრივი დონის ფარგლებში ხშირად დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი
-
1.2
- შეუძლია A1 - B1 დონის მოსწავლეებს მიაწოდოს სწორი ენობრივი ფორმების და მათი გამოყენების მაგალითები
- შეუძლია სამიზნე ენასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ამასთან არ არის აუცილებელი, რომ პასუხი ყოველთვის სრულყოფილი იყოს, თუმცა A1 - B1 მოსწავლეებისთვის ყოველთვის რელევანტურია
-
1.1
- Development Phase 2
-
2.1
- შეუძლია სწორი ენობრივი ფორმების და მათი გამოყენების მაგალითების დონის შესაბამისად მიწოდება, ორი უმაღლესი დონის (C1-C2) გამოკლებით
- შეუძლია სამიზნე ენასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ორი უმაღლესი დონის (C1-C2) გამოკლებით
-
2.2
- შეუძლია სწორი ენობრივი ფორმების და მათი გამოყენების მაგალითების მიწოდება თითქმის ყველა შემთხვევაში და ყველა დონეზე C2-ის გარდა
- შეუძლია მოსწავლეთა ენობრივი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მიზეზების ამოცნობა.
- შეუძლია სამიზნე ენასთან დაკავშირებულ კითხვებზე დონისთვის რელევანტური პასუხის გაცემა, C2-ის გარდა
-
2.1
- Development Phase 3
-
3.1
- შეუძლია სწორი ენობრივი ფორმების და მათი გამოყენების მაგალითების შერჩევა და მიწოდება თითქმის ყველა სიტუაციაში და ყველა დონეზე
- შეუძლია სამიზნე ენასთან დაკავშირებული თითქმის ყველა სახის კითხვაზე ზუსტი და ამომწურავი პასუხის გაცემა და ნათელი ახსნა-განმარტებების მიცემა
- შეუძლია სასწავლო ტექნიკების მთელი სპექტრის გამოყენება, რათა დაეხმაროს მოსწავლეებს ენობრივი თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებასა და შეცდომების დამოუკიდებლად გასწორებაში
-
3.2
- შეუძლია მოსწავლეთა კითხვებს ენის განსხვავებული ასპექტების და ენის გამოყენების თავისებურებების შესახებ ყოველთვის სწორი და ამომწურავი პასუხი გასცეს
- შეუძლია ენობრივი ფორმების, მნიშვნელობების და გამოყენების უმნიშვნელო განსხვავებების ახსნა C1 და C2 დონეებზე
-
3.1
ციფრული და მედიაწიგნიერება
- Development Phase 1
-
1.1
-
შეუძლია საოფისე კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით სტანდარტული სამუშაო ფურცლების შექმნა
-
შეუძლია სასურველი სასწავლო მასალის მოძიება ინტერნეტში
-
შეუძლია სასწავლო პროცესისთვის საჭირო მასალის ინტერნეტიდან ჩამოტვირთვა
-
-
1.2
- შეუძლია საგაკვეთილო პროცესში ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ტექსტების, სურათების, გრაფიკების და ა. შ. ინტეგრირება
- შეუძლია ელექტრონული ფაილების და ფოლდერების ლოგიკურ სტრუქტურაში თავმოყრა
-
1.1
- Development Phase 2
-
2.1
- შეუძლია Windows/Mac-ის სტანდარტული პროგრამების და Media Player-ის გამოყენება
- შეუძლია ურჩიოს მოსწავლეებს და კოლეგებს შესაბამისი ონლაინ-მასალების გამოყენება
- შეუძლია მეცადინეობის დროს მულტიმედიაპროექტორის დახმარებით ინტერნეტის, DVD-ის და ა. შ. გამოყენება
-
2.2
- შეუძლია მოსწავლეთათვის ონლაინ-დავალებების შედგენა და შესრულების კონტროლი
- შეუძლია გრაფიკული, ვიდეო და აუდიოფაილებით სამუშაოდ შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების გამოყენება
-
2.1
- Development Phase 3
-
3.1
- შეუძლია მოსწავლეების სტიმულირება, მათი საჭიროებების შესაბამისად შეარჩიონ და გამოიყენონ ონლაინ-სავარჯიშოები
- შეუძლია აუდიო და ვიდეოფაილების დამუშავება და ადაპტირება
- შეუძლია კოლეგებს აუხსნას, თუ როგორ ხდება ახალი პროგრამული უზრუნველყოფის და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება
- შეუძლია პროექტის კოორდინირება ციფრული მედიასაშუალებების (კამერა, ინტერნეტი, სოციალური ქსელები) დახმარებით
- შეუძლია საკლასო ოთახში ციფრულ ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესი ნაწილის დამოუკიდებლად აღმოფხვდა
-
3.2
- შეუძლია მოსწავლეთა სტიმულირება, ენის სწავლისას გონივრულად გამოიყენონ საკლასო ოთახში არსებული ყველა სტანდარტული ციფრული მედიასაშუალება (ინტერაქტიული დაფები, მათი მობილური კომპონენტები, პლანშეტები)
- შეუძლია დაანახოს კოლეგებს საგაკვეთილო პროცესში ხელმისაწვდომი ციფრული მედიასაშუალებების და ინტერნეტრესურსების პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები
- შეუძლია სასწავლო პლატფორმების (მაგ. მუდლი) გამოყენებით ინტეგრირებული სასწავლო მოდულების შექმნა
-
3.1
პროფესიონალიზაცია
პროფესიული განვითარება
- Development Phase 1
-
1.1
- ითხოვს საკუთარი გაკვეთილების და სხვა სამუშაოს შეფასებას
- იღებს რჩევებს და დახმარებას კოლეგებისგან და სახელმძღვანელოებიდან
-
1.2
- მოქმედებს მისი ინსტიტუტის მისიის და ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად
- კოლეგებთან ერთად განიხილავს მოსწავლეების საჭიროებებთან და მეცადინეობის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს
- რეაგირებს გაკვეთილზე დაკვირვების შემდეგ კომპეტენტური პირების მიერ მიცემულ უკუკავშირზე
-
1.1
- Development Phase 2
-
2.1
- იყენებს კოლეგებთან ერთად ერთ ან ორ ენობრივ დონეზე ერთობლივი მეცადინეობების ჩატარების (გუნდური სწავლება) შესაძლებლობას
- რეაგირებს გაკვეთილზე დაკვირვების შემდეგ კოლეგების მიერ მიცემულ უკუკავშირზე
- შეაქვს წვლილი ინსტიტუტის განვითარებასა და ეფექტიან მენეჯმენტში და პოზიტიურად რეაგირებს ინსტიტუტში მიმდინარე ცვლილებებსა და აქტუალურ გამოწვევებზე
-
2.2
- იყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ მის გაკვეთილებს დაესწრონ ხელმძღვანელები და კოლეგები და მიიღოს მათგან შესაბამისი უკუკავშირი
- აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განვითარების ღონისძიებებში და ემზადება მათთვის
- მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინსტიტუტის და მისი საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული სისტემის განვითარებაში
-
2.1
- Development Phase 3
-
3.1
- მენტორობას / კურატორობას უწევს ნაკლებად გამოცდილ კოლეგებს
- კოლეგების დახმარებით ან წინასწარ მომზადებულ სასწავლო და სხვა მასალებზე დაყრდნობით ატარებს ტრენინგებს და მსგავს აქტივობებს
- აკვირდება კოლეგების მეცადინეობებს და აძლევს მათ სასარგებლო უკუკავშირს
- შესაძლებლობის შემთხვევაში საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც ინსტიტუტის განვითარებას ემსახურებიან
-
3.2
- ადგენს ტრენინგმოდულებს ნაკლებად გამოცდილი კოლეგებისთვის
- ატარებს პროფესიულ განვითარებაზე მიმართულ ტრენინგპროგრამებს
- აკვირდება და აფასებს კოლეგებს ყველა ენობრივ დონეზე
- ორგანიზებას უკეთებს კოლეგებს შორის გაკვეთილებზე დასწრება-დაკვირვების პროცესს
-
3.1
ადმინისტრირება
- Development Phase 1
-
1.1
- ასრულებს რუტინულ სამუშაოებს, როგორებიცაა დასწრების სიების წარმოება ან სასწავლო მასალების დარიგება/შეგროვება/დაბრუნება
-
1.2
- დროულად და სწორად არიგებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ გეგმებს და დოკუმენტაციას
- ეფექტიანად ასწორებს საშინაო დავალებებს და ტესტებს
-
1.1
- Development Phase 2
-
2.1
- ეფექტიანად აფასებს ნაშრომებს და წერს ანგარიშებს
- გასაგებად და ორგანიზებულად აწარმოებს საკლასო ჟურნალს
- დროულად წარადგენს დოკუმენტებს და იძლევა უკუკავშირს
-
2.2
- ეფექტიანად ართმევს თავს პედაგოგის ადმინისტრაციულ ამოცანებს
- არ ავიწყდება ასევე ნაკლებად მნიშვნელოვანი ამოცანები და დროულად ასრულებს მათ
- ჯეროვნად რეაგირებს მოსწავლეთა საჭიროებებზე, მოთხოვნებსა და კომენტარებზე
-
2.1
- Development Phase 3
-
3.1
- ახდენს ადმინისტრაციული ამოცანების კოორდინირებას სხვა კოლეგებთან, საჭიროების შემთხვევაში აგროვებს და ავრცელებს ინფორმაციას, ანგარიშებს, მოსაზრებებს და ა. შ.
- იღებს პასუხისმგებლობას განსაზღვრული ადმინისტრაციული ამოცანების შესრულებაზე, მაგ. მასწავლებელთა კონფერენციების ორგანიზებაზე, კურსის შესახებ უკუკავშირის დოკუმენტაციის შეგროვებაზე, ანალიზზე და შეფასებაზე და ა. შ.
-
3.2
-
მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარ თავზე იღებს კურსის კოორდინაციას,
-
საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს ინსტიტუტის სხვადასხვა მიმართულებასთან (რეგისტრატურა, ადმინისტრაცია, სპონსორები, მშობლები და ა.შ.)
-
მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინსტიტუტის სამუშაო პროცესების განვითარებასა და გაუმჯობესებაში
-
-
3.1
ჩამოტვირთვა
პროფილთა ბადის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ თქვნთვის სასურველ ენაზე ჩამოტვირთოთ პროფილთა ბადე, გლოსარი და გამოყენების ინსტრუქცია