Glossary
This page list all specific terms used by the eGrid with their definition.
- ინტეგრირებული სწავლება
- საკლასო/აუდიტორული მეცადინეობის და დისტანციური ონლაინ ფაზების კომბინაცია
- ესჩ (ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო)
- ესჩ არის დოკუმენტი, რომელშიც ა) გაწერილია ენობრივი კომპეტენციების დესკრიპტორები (ე. წ. "can-do-აღწერილობები") და ბ) უცხო ენის შემსწავლელის კომუნიკაციური უნარები გადანაწილებულია სხვადასხვა დონეებრივი საფეხურების შესაბამისად (A1, A2; B1, B2; C1, C2). ხსენებული დონეები წარმოადგენენ ენობრივი კომპეტენციების სტანდარტიზებული შეფასების საფუძველს.
- სამიზნე ენის სწავლების უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი
- სამიზნე ენის სწავლებაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი სტრუქტურირებული კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- კონტექსტი
- სასწავლო გარემოს ყველა ის ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სასწავლო პროცესსა და საკლასო /აუდიტორულ მეცადინეობაზე. ასე, მაგალითად ქვეყანა, მოსწავლეთა ასაკი (დაწყებითი დონე, საბაზო და საშუალო დონეები, ზრდასრულები, საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპი (საჯარო/კერძო სკოლა) და ა. შ.
- კურიკულუმი
- (ენობრივი) კურსების მიზნების, შინაარსის, მოცულობის, რეალიზების და შეფასების სისტემის ზოგადი აღწერა.
- ციფრული მედიასაშუალებები
- ციფრული სასწავლო მასალა (ტექსტები, ილუსტრაციები, აუდიო და ვიდეოფაილები), რომელთა გაზიარებაც ინტერნეტის საშუალებითაა შესაძლებელი
- დოკუმენტური უკუკავშირი
- გამოცდილი კოლეგის, ტუტორის / მენტორის ან შესაბამისი აკადემიური ერთეულის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ფორმალიზებული წერილობითი დოკუმენტი გაკვეთილზე დაკვირვების შესახებ..
- ჯგუფური მუშაობა
- მეცადინეობისას გამოყენებადი სოციალური ფორმა, რომლის დროსაც მოსწავლეთა ჯგუფები ერთობლივად და ერთდროულად ახორციელებენ კონკრეტულ სასწავლო აქტივობებს.
- ინტერაქტიული დაფა
- დიდი ინტერაქტიული ეკრანი, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან და მულტიმედიაპროექტორთან
- ენობრივი ცნობიერება
- მოსწავლის ცოდნა სამიზნე ენის შესახებ (მნიშვნელობა, ენობრივი ფორმები და მათი გამოყენების თავისებურებები) და იმის გაცნობიერება, თუ როგორ ფუნქციონირებს სამიზნე ენა და, ზოგადად, ამ ენაზე კომუნიკაცია.
- ენის შესწავლის თეორიები
- თეორიები, რომლებიც აღწერენ ენის სწავლისას აქტუალურ ფსიქოლინგვისტურ, კოგნიტიურ და აფექტურ პროცესებს ისევე, როგორც ენის ათვისებაზე დადებითი გავლენის მქონე პირობებს
- მეთოდიკა-დიდაქტიკა
- უცხოური ენის სწავლების პრინციპები და მეთოდები.
- ენობრივი კომპეტენცია
- მოსაუბრის კონკრეტული უცხოური ენის ცოდნის დონე და ამ ენის გამოყენების უნარი.
- სასწავლო პლატფორმები
- დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებელს ხდის კურსის მონაწილეთა მონაცემების ადმინისტრირებას, მათთვის საჭირო სასწავლო და საინფორმაციო მასალების ინტერნეტში ატვირთვას, ასევე ონლაინ-აქტივობებზე დაკვირვებასა და შეფასებას. მაგალითად "მუდლი"
- სწავლის სტილი
- პიროვნების თავისებურებებით განპირობებული ინდივიდუალური მიდგომები / მიდრეკილებები, რომლებიც ინფორმაციის ათვისებას ან შესაბამისი უნარების შეძენას ხელს უწყობს.
- კორექტირების სიმბოლოები
- სხვადასხვა სიმბოლოს ან აბრივიატურის გამოყენება წერილობით ნაშრომებში განსხვავებული ტიპის შეცდომების მარკირებისთვის, მაგალითად: "ლ" - ლექსიკური, "გრ" გრამატიკული შეცდომა და ა. შ.
- მენტორი
- გამოცდილი პედაგოგი, ტუტორი ან შესაბამისი აკადემიური ერთეულის წარმომადგენელი რომელიც საკუთარ ცოდნას, უნარებს და გამოცდილებას უზიარებს მის ნაკლებად გამოცდილ კოლეგას, რითიც ამ უკანასკნელის პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს.
- მიკროსწავლება
- მასწავლებელთა განათლების / პროფესიული განვითარების პროგრამების ფარგლებში გამოყენებადი სწავლების მეთოდი, რომლის დროსაც მონაწილეები მეცადინეობის მოკლე ფაზას სხვა კოლეგებთან (კურსის სხვა მონაწილეებთან ან მოხალისეებთან) ერთად, ჯგუფში ახორციელებენ. როგორც წესი ამ აქტივობას აკვირდება კურსის ხელმძღვანელი.
- სწორი ენობრივი ფორმების და მათი სწორად გამოყენების მაგალითები
- ენობრივი სტრუქტურების სწორი და კონტექსტის შესაბამისი მაგალითები, რომელთა იმიტირება და სათანადო ვარჯიში მოსწავლეებს სამიზნე ენობრივი უნარ-ჩვევების გაღრმავების საშუალებას აძლევს.
- საჭიროებათა კვლევა
- ტექნოლოგია, რომელიც იძლევა იმის დადგენის საშუალებას, თუ რატომ უნდათ ან უწევთ მოსწავლეებს სამიზნე ენის შესწავლა. ამგვარი ანალიზი ყველაფერთან ერთად იმასაც აჩვენებს, თუ რა მიზნით და რა კონტექსტებში გამოიყენება სამიზნე ენა.
- სწავლის შედეგები
- სასწავლო პროცესის შედეგები (ის, რაც მოსწავლეებმა სინამდვილეში ისწავლეს), რომლებიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა არ ემთხვეოდეს (წინასწარ დაგეგმილ) სამიზნე კომპეტენციებს (სასწავლო მიზნებს)
- მუშაობა წყვილებში
- მეცადინეობისას გამოყენებადი სოციალური ფორმა, რომლის დროსაც ორი მოსწავლე ერთობლივად და ერთდროულად ახორციელებს კონკრეტულ სასწავლო აქტივობებს.
- დიაგნოსტიკური ტესტი
- მოსწავლეთა ენობრივი ცოდნის დადგენის მეთოდი. გამოიყენება სასწავლო კურსის დაწყებამდე, რათა მოხდეს მოსწავლეთა ცოდნის შესაბამისი დონის კურსის სწორად შერჩევა.
- პიროვნული განვითარება
- პროფესიული განვითარება, რომელსაც მასწავლებელი საკუთარი პედაგოგიური გამოცილების, ცოდნის გაღრმავება-გაფართოების და მის მიერ ჩატარებული მეცადინეობების ანალიზის საფუძველზე ახდენს.
- დიპლომისშემდგომი კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო სერტიფიკატი
- სამიზნე ენის შემსწავლელი სტრუქტურირებული, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის წარმატებულად დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი
- სწავლის შედეგების გასაზომი ტესტი
- სასწავლო კურსის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგების გაზომვის ინსტრუმენტი
- წყარო
- ლექსიკონები, გრამატიკის სახელმძღვანელოები, მასწავლებლის წიგნები, ენციკლოპედიები და ა. შ.
- გამომცდელთა ტრენინგები
- ტრენინგი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ერთი და იგივე ინსტიტუტის პედაგოგი ხელმძღვანელობდეს ერთი და იმავე კრიტერიუმებით. მაგალითად ენის ცოდნის დონის განსასაზღვრისას, მოსწავლის მიერ პროდუცირებული წერილობითი და ზეპირი ტექსტის შეფასებისას, თითოეული მასწავლებელი იყენებდეს ესჩ-ს.
- სტერეოტიპები
- მყარად ფესვგამჯდარი და / ან პრიმიტივიზებული წარმოდგენები უცხო ადამიანების, კულტურების ან ქცევების შესახებ.
- სილაბუსი
- ენის კურსის შინაარსის და მისი ცალკეული კომპონენტების რიგითობის აღწერილობა, რომლის შესაბამისადაც ხდება ენობრივი უნარების და ცოდნის გადაცემა. როგორც წესი, ასევე შეიცავს მონაცემებს დასახული მიზნების და მოსალოდნელი შედეგების უზრუნველსაყოფად საჭირო მეცადინეობების რაოდენობის შესახებ.
- დავალებაზე ორიენტირებული ჯგუფური მუშაობა
- პედაგოგიური ხერხი, რომლის დროსაც ენის შესწავლის პროცესის მართვა ხორციელდება კომუნიკაციური და ინტერაქტიული სასწავლო აქტივობებისა და დავალებების საშუალებით.
- სწავლების ტექნიკები
- პედაგოგის ან ინსტიტუტის მიერ საგაკვეთილო პროცესში მეთოდურ-დიდაქტიკური პრინციპების გამოყენების ფორმა.
- სწავლების ტექნიკები
- საკლასო ოთახში მიმდინარე პროცესების მართვის განსაზღვრული ფორმა.
- გუნდური სწავლება
- კოლეგასთან ერთად მეცადინეობის დაგეგმვა და განხორციელება კონკრეტული მოსწავლეთა ჯგუფისთვის.
- ტესტები
- კომპეტენციების, ცოდნის და მიღწევების გაზომვის / შემოწმების ინსტრუმენტი. არსებობს ტესტის ოთხი ძირითადი ტიპი: დიაგნოსტიკური ტესტი, დონის განმსაზღვრელი ტესტი, პროგრესის გასაზომი ტესტი და ცოდნის და უნარების გასაზომი ტესტი
- ენის გამოყენება
- სამიზნე უცხო ენაზე ვერბალური და წერითი კომუნიკაციისას ენობრივი ფორმების და ლექსიკური ერთეულების გამოყენების აქტუალური ფორმა.